დარეკვის წესი

სითინეტის ნომერი საქართველოს ფიქსირებული ქსელის ნომერია

გამავალი ზარები:

მობილური ოპერატორები

საქართველოს მობილურ ოპერატორებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ: 0 და აბონენტის ნომერი. მაგ: 0577 XX XX XX

მობილურ ქსელებთან დაკავშირება შეგიძლიათ ნულის გარეშეც - პირდაპირი აკრეფით: მაგ: 577 XX XX XX.

თბილისის ფიქსირებული ქსელი

"Citynet"-ის ნომრიდან, თბილისის ფიქსირებული ქსელის ნომრებთან დასაკავშირებლად - ჩვეულებრივად აკრიფეთ ქალაქის შვიდნიშნა ნომერი, მაგალითად: 211 44 11.

საქართველოს რეგიონები

საქართველოს რეგიონებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 0, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი. მაგალითად: 0 431 XX XX XX  (სადაც 431 ქალაქის კოდია).

საერთაშორისო მიმართულებები

საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად (ანუ უცხოურ ნომრებზე დასარეკად) აკრიფეთ + ან 00, ქვეყნის კოდი და აბონენტის ნომერი. მაგ: 00 49 XXX XX XX XX  (სადაც 49 ქვეყნის კოდია).

SMS შეტყობინების გაგზავნა

სმს შეტყობინების სითინეტის ნომრიდან გასაგზავნად ადრესატის ნომერს აკრეფთ იგივე ფორმატით როგორი ფორმატითაც კრეფთ ზარების განხორციელებისას.

როგორ დაგირეკონ:

სითინეტის თბილისის ნომერზე უნდა დაგირეკონ იგივენაირად როგორც თბილისის ნებისმიერ ფიქსირებულ ნომერზე ირეკება - საქართველოს მობილური ოპერატორებიდან: 0 (32) 2 11 XX XX;

თბილისის ქალაქის ნომრებიდან თქვენთან დარეკვისას უნდა აკრიფონ პირდაპირ თქვენი ნომერი: 2 11 XX XX;

უცხოური ნომრებიდან: + (995 32) 2 11 XX XX ან 00 (995 32) 2 11 XX XX

სითინეტის არაგეოგრაფიული ზონის 706 XXX XXX ნომერზე ქართული ოპერატორებიდან ირეკება მხოლოდ 0-ით. ანუ 0 706 XXX XXX, მიუხედავად იმისა რომელ ქალაქში და ქვეყანაში იმყოფება აბონენტი, მასთან დასაკავშირებლად ქალაქის კოდი საჭირო არაა, ვინაიდან ესაა ქართული არაგეოგრაფიული ნომერი.

უცხოური ნომრებიდან კი ამ ნომერზე დაგირეკავენ საერთაშორისო ფორმატით: + (ან 00) 995 706 XXX XXX

როგორ გამომიგზავნონ SMS შეტყობინება?

საქართველოს მობილური ოპერატორებიდან სითინეტის ნომერზე სმს შეტყობინების გამოგზავნისას თქვენი ნომერი უნდა ჩაწერონ იგივე ფორმატით როგორც კრეფენ თქვენთან დარეკვის დროს: 0 32 2 11 XX XX ან 0 706 XXX XXX

შენიშვნა: ბილაინიდან სმს-ის გამოგზავნა ხდება მხოლოდ შემდეგი ფორმატით: 995 32 2 11 XX XX ან + 995 706 XXX XXX

ასევე მაგთიკომიდან 706 პრეფიქსით ნუმერაციაზე სმს-ი იგზავნება მხოლოდ ასეთი ფორმატით: + 995 706 XXX XXX