LIVE მონიტორინგის სისტემა

LIVE Monitoring - თანამედროვე მონიტორინგის სისტემა, რომლის საშუალებითაც შეძლებთ რეალურ დროში აკონტროლოთ თქვენი ქოლ-ცენტრის მუშაობა და ოპერატორების ეფექტურობა.

ფუნქციონალი გაძლევთ შესაძლებლობას თვალყური ადევნოთ ზარების სტატისტიკას, აკონტროლოთ გამოტოვებული ზარები, მოუსმინოთ ხმოვან ჩანაწერებს და შეაფასოთ, როგორ ურთიერთობენ თქვენი მენეჯერები მომხმარებლებთან - რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მომსახურების ხარისხისა და გაყიდვების გაუმჯობესებას.

LIVE Monitoring-ის საშუალებით ადმინისტრატორებს შეუძლიათ დეტალურად აკონტროლონ ოპერატორების სამუშაო პროცესი, მათ შორის:

• რომელი ოპერატორი იმყოფება აქტიურ სამუშაო რეჟიმში;
• რომელი თანამშრომელი სარგებლობს შესვენების რეჟიმით;
• ოპერატორების მუშაობის დაწყებისა და დასრულების დროები;
• რომელი ოპერატორი იმყოფება რიგში და ელოდება შემომავალ ზარებს.

სისტემა ასევე უზრუნველყოფს მუდმივად განახლებად ინფორმაციას ქოლ-ცენტრის დატვირთულობის შესახებ - საათობრივ, დღიურ და ყოველთვიურ ჭრილში.

ამავე გვერდზე ხელმისაწვდომია დამატებითი სტატისტიკური ინფორმაცია:

• სამუშაო დროის დეტალური სტატისტიკა;
• შესვენებების ხანგრძლივობა და ისტორია;
• ოპერატორების აქტივობის სრული ანალიტიკა;
• ქოლ-ცენტრის მიმდინარე პროცესების მონიტორინგი რეალურ დროში.

ბიზნეს პორტალი დაგეხმარებათ ოპერატორების მუშაობის ეფექტურ კონტროლში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციაში.