ხმოვანი მენიუს გაფართოებული მართვა
სითინეტის ბიზნეს პორტალი საშუალებას გაძლევთ შემომავალი ზარებზე თავად მართოთ თქვენი კომპანიის ხმოვანი მისალმება და ხმოვანი მენიუ (IVR).
ხმოვან აუდიო ფაილებს სითინეტის ბიზნეს პორტალიდან ატვირთავთ (მისალმება კომპანიის სახელით, მომხმარებლების 24/7-ზე ავტომატურ რეჟიმში ინფორმირება სამუშაო და არასამუშაო საათების თუ სხვადასხვა სერვისების შესახებ). ასევე ბიზნეს პორტალის შესაბამისი მოდულის გამოყენებით შეგიძლიათ სასურველი ტექსტის ხმოვან ფაილად გარდაქმნა - ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული მოდული ნებისმიერ თქვენთვის სასურველ ტექსტს ხმოვან ფაილად გარდაქმნის.
ამრიგად, თქვენი კომპანიის სატელეფონო ნომერზე, ხმოვანი მენიუს გაფართოებული მართვის ფუნქცია გაგიმარტივებთ აღნიშნული მენიუს აგების პროცესს - არ მოგიწევთ ტექსტის გამხმოვანებელი მსახიობის ძებნა, ნებისმიერ დროს მარტივად შეცვლით ხმოვან ფაილებს, დაზოგავთ დროს და მნიშვნელოვან თანხებს.
ამასთანავე, თქვენს კლიენტებს შეუძლიათ პირდაპირ IVR-დან (ხმოვანი პასუხის მოსმენისას) ღილაკზე ერთი კლიკით მიიღონ SMS-ის სახით ბმულები: თქვენი კომპანიის სიახლეების, აქციების, ინსტრუქციები სერვისის შესახებ და სხვა.